სექტმებრის კურსი AML/ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით

დასრულდა სექტემბრის ტრენინგი “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების მხარდასაჭერად პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმებისათვის.

შეგახსენებთ “Context Consulting" უფლებამოსილია “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის” 2024 წლის 20 მარტის ბრძანებით წაიყვანოს სასწავლო კურსი გათვალისწინებული სამსახურის უფროსის 2023 წლის 23 აგვისტოს #6-8 ბრძანებით: “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე”.

მადლობა ტრენერებს უმაღლესი პროფერსიული სტანდარტებისთვის და მადლობა მონაწილეებს, ნდობისა და ტრენინგში არაჩვეულბრივი ჩართულობისთვის.

შემდეგი ტრენინგი ჩატარდება ოქტორმბრის ბოლოს, ზუსტ თარიღს შეგატყობინებთ. მობრძანდით, შემოგვიერთდით!

Facebook
Twitter
LinkedIn